ნანუკა გუდავაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა - Marao

ნანუკა გუდავაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

2021-04-03 21:16:24+04:00


მოდელმა ნანუკა გუდავაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად ჩანს.

ნანუკა პირბადით ბერასთან ერთად ქუჩაში ღამით სეირნობს. ბერას საბავშვო ეტლი მიჰყავს და წყვილი სავარაუდოდ ბერუკასთან ერთად იმყოფება, რომელიც კადრში არ ჩანს.

თუ სარეკლამო პოსტერს დავაკვირდებით, ოჯახი საქართველოში არ იმყოფება.

წყვილი საკმაოდ აქტიურად მოიხმარდა "ინსტაგრამსა" და "ტიკტოკს", საიდანაც საზოგადოებას ბევრ ვიდეოსა და ფოტოს უზიარებდნენ. თუმცა, რამდენიმე ხანია ბერასა და ნანუკას სოციალურ ქსელებში არაფერი გამოუქვეყნებიათ.

როდესაც ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა, ბერამ განმარტა, რომ სოციალური ქსელის მის პროფილზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფით რეაქციებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც "ტიკტოკი" დაუბლოკეს. "არავის მიმართ არ არის ასეთი დამოკიდებულება", - აღნიშნავდა მომღერალი გულისტკენით.