"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის" - კახი კალაძის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ანუკი არეშიძე პირველ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის" - კახი კალაძის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ანუკი არეშიძე პირველ ფოტოს აქვეყნებს

2021-04-04 17:57:48+04:00


თბილისის მერი კახი კალაძე კლინიკიდან გამოწერეს, - ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"საბოლოოდ ჩვენ მივდივართ სახლში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი შეტყობინებებისთვის. ღმერთი გფარავდეთ. P.S. განსაკუთრებული მადლობა დედას", - წერს ანუკი და კახისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს წყვილი კლინიკას.

ცნობისთვის, თბილისის მერი რამდენიმე დღის განმავლობაში იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქციას მკურნალობდა.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>