ინფლუენსერი, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე იუბილარია. მსახიობი 18 წლის გახდა და დაბადების დღეც გადაიხადა. რუსკამ ბაზალეთზე ულამაზესი გარემო მოიწყო და 18 წელი ფერად გარემოში აღნიშნა.
![](/media/images/stories/2020/urtiertobebi/ojaxi-selebritebi/ruska.png)
ქარქაშაძემ დაბადების დღისთვის მზადება დილიდან დაიწყო, კანზე დაფერვა გაიკეთა და შესაბამისი სამოსიც შეარჩია.
![](/media/images/stories/2020/urtiertobebi/ojaxi-selebritebi/ruska3.png)
რუსკა 18 წლის დაბადების დღეზე თეთრ კაბასა და ჩექმებში გამოეწყო. გოგონას რუჯზე თეთრი სამოსი მოუხდა. ფერადმა გარემომ და სადღესასწაულო ლუქმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
![](/media/images/stories/2020/urtiertobebi/ojaxi-selebritebi/ruska2.png)
რუსკა ჯერ 18 წლის არის და უკვე პოპულარულია. გოგონა ტელეკრანებზე რამდენიმე წლის წინ სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" გამოჩნდა და მაყურებელს თავი შეაყვარა.
![](/media/images/stories/2020/urtiertobebi/ojaxi-selebritebi/ruska4.png)