"ილომ მითხრა, სადაც ბავშვს მოუნდება, იქ აჭამეო; ნუ გიტყდებათ ბავშვის სახალხოდ გამოკვება" - ანი ბებია - Marao

"ილომ მითხრა, სადაც ბავშვს მოუნდება, იქ აჭამეო; ნუ გიტყდებათ ბავშვის სახალხოდ გამოკვება" - ანი ბებია

2021-04-08 12:36:37+04:00


მსახიობი და ილო ბეროშვილის მეუღლე ანი ბებია ბუნებრივ კვებაზე საუბრობს და აღნიშნულ თემაზე გადაღებულ ფოტოსესიას იხსენებს.

ანის თქმით, გაუკვირდა, როდესაც მისი და ჯერის ფოტოებზე ნეგატიური კომენტარები იმავე ასაკის გოგონებმა დაუწერეს.

„გამაოცა ამ კომენტარებმა. ფოტოსესიის დანიშნულება არ იყო ყურადღების მიქცევა.

თავიდან ვფიქრობდი, ბავშვს რომ ქუჩაში ჭამა მოუნდეს, რა უნდა ვქნა-მეთქი. მერე ილოსაც შევეკითხე და მითხრა, სადაც ბავშვს მოუნდება, იქ აჭამეო.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი დედა ამიტომ არ აჭმევს ბავშვს, საზოგადოების თავშეყრის ადგილას რომ არ მოუწიოთ ამის კეთება.

მათ „უტყდებათ“ სახალხოდ ბავშვის გამოკვება. მე კი მინდა, რომ სტიმული მივცე ყველას ამ ფოტოსესიით და ვამბობ, რომ არ უნდა „გაგიტყდეთ“ ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვება“, - აღნიშნავს ანი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუს დროს.