გოგირდი ყურში ბუნებრივად წარმოიქმნება და, როგორ წესი, ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია, თუმცა მისი გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვება შესაძლოა არასასიამოვნო იყოს და სმენის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქები ამ პრობლემის მოსაგვარებელ უამრავ საშუალებას გვთავაზობენ, თქვენ თავად შეგიძლიათ მარტივად გაიწმინოდთ ყურის არხები ზედმეტი გოგირდისგან. აი, რამდენიმე უსაფრთხო გზა:

გამოიყენეთ სოდა
გახსენით ½ ჩაის კოვზი სოდა 60 გრამ თბილ წყალში. ხსნარი მოათავსეთ შუშის ბოთლში. გადახარეთ თავი ჰორიზონტალური მიმართულებით და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 5-10 წვეთი დღეში ნამამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ თქვენი ყური ზედმეტი გოგირდისგან გათავისუფლდა. ნუ გააგრძელებთ პროცედურას 2 კვირაზე მეტ ხანს.
გამოყენეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
გადახარეთ თავი გვერდზე, ჰორიზონტალური მიმართულებით და ჩაიწვეთეთ 5-10 წვეთი წყალბადის ზეჟანგი. თავი ამ მდგომარეობაში გქონდეთ 3 წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოქმედება შეძლოს. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ერთხელ, 3-14 დღის განმავლობაში.
გამოყენეთ ზეთი
ყურიდან ზედმეტი გოგირდის მოსაშორებლად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის, ქოქოსის ან ბავშვის ზეთი. გამოყენებამდე ზეთი შეათბეთ, თუმცა არ გამოყენოთ მიკროტალღური ღუმელი. თავი გვერდზე გადახარეთ და ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ზეთი. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში ერთხელ ან ორჯერ.
ყურის გაწმენდის საშიში მეთოდები
მიუხედავად იმისა, რომ ყურიდან გოგირდის გამოდევნა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებაც სპეციალისტის გარეშე საშიშია. თუ ზემოთმოყვანილი მეთოდები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არა ისეთ საშიშ მეთოდებს, როგორებიცაა:
მცირე ზომის ნივთების მოთავსება ყურში, მაგალითად კალმის თავსახური, თმისამაგრი და სხვ.
ბამბის ტამპონების გამოყენება ზედმეტი გოგირდის მოსაშორებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს, ერთი შეხედვით, უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდია, შესაძლოა ამ ხერხით არხები კიდევ უფრო დაიზიანოთ.
ყურის სანთლების გამოყენება სახლის პირობებში. ამ მეთოდის შესახებ ბევრი დაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექიმი იზიარებს შეხედულებას მისი სარგებლიანობის შესახებ, არსებობს მოსაზრებაც, რომ ყურის სანთლების არასწორმა გამოყენებამ სესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა და სხვადასხვა სახის დაზიანება.

თუ გრძნობთ, რომ ყურში ზედმეტი გოგირდი გიგროვდებათ და ეს დისკომფორტს გიქმნით, საუკეთესო საშუალებაა, მიმართოთ ექიმს და მასთან ერთად განიხილოთ პრობლემის მოგვარების გზები, მათ შორის, სახლში, დამოუკიდებლად მკურნალობის მეთოდებიც. გახსოვდეთ, რომ ყურზე არასწორი, ზედმეტად აგრესიული ზემოქმედებით შესაძლოა სმენის პრობლემები, ქავილი ან ინფექციებისადმი მიდრეკილება განვითარდეს.