ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია, მისი რჩეული ექიმი გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი, უმშვენიერესი ლიზა ჩიჩუაა. ირაკლიმ სიახლე სოციალურ ქსელში სულ ახლახანს გაავრცელა, როგორც ჩანს წყვილი ამ ამბავს აღარ მალავს.
რამდენიმე დღის წინ, ლიზა 19 წლის გახდა, გოგონამ დაბადების დღიდან წვეულების სურათები დადო, თუმცა იქ ირაკლი არსად ჩანდა.

სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა და პრიოდუსერმა ნოე სულაბერიძემაც, როგორც ჩანს, ნინი ბადურაშვილი, ნოე და ჯანეტი ლიზას სტუმრები იყვნენ.
ლიზა ჩიჩუა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ამავდროულად "საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში" მუშაობს.
ლიზას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, გოგონა სამედიცინო სფეროში ცნობილი ექიმების ოჯახიდან არის. ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, ხოლო მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა.

ლიზას ერთი და და ძმა ჰყავს, როგორც ჩანს, გოგონა მშობლების კვალს მიჰყვება, ისიც მომავალი ექიმია.
მომხიბვლელი ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიას პირადი ცხოვრება უკვე დიდი ხანია საზოგადოების ინტერესის სფეროა. ირაკლის გვერდით ლიზას გამოჩენამ მაქაცარიას გამომწერები გააკვირვა. წყვილის ფოტოს უვკე ასობით თბილი კომენტარი აქვს.
