ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
მას "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის სიახლეებს ყოველთვის ადევნებენ თვალს.
ისინი ეტაპობრივად განიხილავენ იმასაც, თუ რა სიახლე შეიტანა წამყვანმა გარეგნობაში.
მაგალითად, ბოლო დროს შორენამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც განსხვავებული თვალის ფერი აქვს და ღია ფერის ლინზები აქვს.
ამ სიახლეს, ერთი მხრივ, უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვა, რადგან გამომწერები სთხოვდნენ, რომ ლინზები მოეხსნა და აღნიშნავდნენ, რომ არ უხდება.
ასეა თუ ისე, ტელეწამყვანის სტილმა და გარეგნობამ დროთა განმავლობაში ნამდვილად ბევრი ცვლილება განიცადა.
შორენა ახლა გაცილებით დახვეწილია და მისი გარდერობი ტრენდული სამოსითაა სავსე.
ტელეწამყვანი ადრე მკვეთრი ფერის სამოსსაც ატარებდა, რაც ახლა შედარებით სადა სამოსმა ჩაანაცვლა.
მნიშვნელოვნად განსხვავდება აქსესუარებიც.
ახლა ტელეწამყვანს უფრო დიდი ზომის სათვალეები, მასიური საყურეები და დიდი ზომის ჩანთები მოსწონს.
განსხვავება შეინიშნება მაკიაჟის შემთხვევაშიც. ადრე შორენას ძალიან სადა მაკიაჟი ჰქონდა ხოლმე, ახლა კი მკვეთრ ფერებს ხშირად ირჩევს.
ადამიანები დღემდე განიხილავენ იმას, თუ კონკრეტულად რომელ ქირურგიულ ჩარევას მიმართა ტელეწამყვანმა. ფაქტია, რომ მსახიობი თავს უვლის, ბევრს ვარჯიშობს და სწორად იკვებება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს ასეთ ფორმაშია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>