"სადედამთილო გვარს მიწუნებდა, მერე მისი ძველი ამბები გამოვჩხრიკე და დავემუქრე თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ-მეთქი" - Marao

"სადედამთილო გვარს მიწუნებდა, მერე მისი ძველი ამბები გამოვჩხრიკე და დავემუქრე თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ-მეთქი"

2021-04-13 23:14:02+04:00


ბევრი ისეთი ადამიანი მინახავს, რომელიც მხოლოდ გვარის ან ჩაცმის სტილის გამო დაიწუნეს, რაც ცხადია, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ამ მომავალ დედამთილ-მამამთილებსა თუ სიდედრ-სიმამრებს რას გაუგებს კაცი?.. გაგიგიათ გვარის გამო დაწუნებული სარძლოს ამბავი, თუ არა, ახლა მოგიყვებით:

მაია, 26 წლის:

- სადედამთილო გვარს მიწუნებდა - ჩიქოვანის ქალი იყო და არ სურდა, მის ოჯახში გლეხის გოგო შევსულიყავი. მაგ საცოდავს კუდი ყავარზე კი ჰქონდა შემოდებული, მაგრამ ის კუდი ისე დავუწვი, რომ მერე მეხვეწებოდა: არიქა, ნუ დამღუპავ, ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვიო.

- ასეთი რა გააკეთეთ?

- მისი ძველი ამბები გამოვჩხრიკე და დავემუქრე: თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ-მეთქი. - რას მეუბნებიო? - ჰოდა, ვუთხარი, რომ ვიცოდი მისი რომანის ამბავი, რომელიც ქორწინების პარალელურად ჰქონდა გაჩაღებული... და ტელეფონი გავუთიშე. ქალი მირეკავდა, მე კი მის ზარს ჯიუტად არ ვპასუხობდი. მერე შინ მომადგა: ეს ყველაფერი საიდან მოიტანე, ახლავე უნდა მითხრაო. ვუპასუხე: ამაზე მთელი ქვეყანა ჭორაობს და თანაც, ამქვეყნად ვერაფერს დამალავ-მეთქი... რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ ქალმა ხვეწნა დამიწყო: ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვი და ხელისგულზე გაცხოვრებო. მე კი ვეუბნებოდი, რომ მისი რძლობის სურვილი არ მქონდა. თუმცა საბოლოოდ დავთანხმდი...

- საინტერესოა, როგორი რძალ-დედამთილობა გაქვთ?

- მართლაც, თავს მევლება და ცდილობს, არაფერი მაწყენინოს. ეტყობა ეშინია...

- ფეხი რომ აუცდეს და რაღაც ისე ვერ ან არ გააკეთოს, როგორც შენ გინდა, მის საიდუმლოს ყველას გაუმხელ?

იხილეთ  სრულად