მომღერალი ნუკა კვალიაშვილი რამდენიმე დღის წინ მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული გოჩა გელაშვილია, რომელიც ძალიან ჰგავს სერიალ "ვიკინგების" პერსონაჟს - რაგნარს. სწორედ ეს სახელი აქვს შერჩეული ნუკას მეუღლეს "ინსტაგრამისთვის", სადაც ნუკასა და მისი შვილების ფოტოსაც შეხვდებით. როგორც ჩანს ნუკას მეორე მეუღლე თავდავიწყებით არის შეყვარებული ოჯახზე და ნუკას შვილებზე. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს.

"ოჯახი, ყველაზე მეტად მიყვარხართ", - წერს გოჩა და ნუკასა და მისი შვილების ფოტოს აქვეყნებს.
გოჩა ორიგინალური სტილით გამოირჩევა და ტყუილად არ ამსგავსებენ რაგნარს. მის ფოტოებს თუ გადახედავთ პერსონაჟთან მსგავსებას ნათლად დაინახავთ.
გოჩამ მეუღლეს ხელი ორიგინალურდ სთხოვა. აეროპორტში დაუჩოქა და საქართველოში დაბრუნებულ ნუკას სიურპრიზი გაუკეთა. მომღერალი დაუფიქრებლად დათანხმდა საყვარელი ადამიანისგან მოულოდნელ შეთავაზებას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>