სალომე ჭაჭუამ მელნისფერი კაბითა და მიმზიდველი სხეულით მამაკაცების გულები კიდევ ერთხელ დაიპყრო (ვიდეო) - Marao

სალომე ჭაჭუამ მელნისფერი კაბითა და მიმზიდველი სხეულით მამაკაცების გულები კიდევ ერთხელ დაიპყრო (ვიდეო)

2021-04-19 00:31:21+04:00


მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სექსუალური სტილის სამოსს ხშირად ირგებს, რაც მის ნავარჯიშებ სხეულს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს. სალომე "ინსტაგრამს" აქტიურად არ მოიხმარს და ხშირად არ აქვეყნებს საკუთარ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებს. ამიტომ მოცეკვავის გამომწერები დიდი ინტერესით ელიან მის ყველა სიახლეს.

სალომემ ბოლოს საკუთარი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მელნისფერი მოკლე კაბით პოზირებს კამერასთან და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

მას სოციალურ ქსელში უამრავ დადებით კომენტარს უწერენ და ქართველ პანტერასაც უწოდებენ. როგორც ჩანს, სალომე პანდემიის პირობებშიც კი არ წყვეტს ვარჯიშს და როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურება. მან მამაკაცების გულები კიდევ ერთხელ მოინადირა.