ჰოლივუდის რამდენი ვარსკვლავი ახერხებს გახდომას და ფორმაში ჩადგომას? - უამრავი.
გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ამას? მაშინ მოგვყევით.
ყველაფერი სწორად შერჩეულ საკვებს ეხება.
მაგალითად, ჯენიფერ ენისტონი და გვინეტ პელტროუ გადაღების დროს ცოტაოდენ ნუშს და შავ შოკოლადს მიირთმევენ.
აი, როგორ დაგეხმარებათ ეს წონაში დაკლებაში.
ნუში და კაკალი
ჯენიფერი ნუშს მიირთმევს თორმეტდღიანი შუალედით და ზოგჯერ არაქისსაც; ასევე - სასარგებლო სმუზებს.
ნუში მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ბოჭკოებით, მაგნიუმით, რაც აუმჯობესებს სხეულის გამართულ მუშაობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
- ურიგო არაა კაკლის მიღებაც.
- კაკალი ხელს უწყობს ცხიმის წვას და ასევე, დიდი ხნის განმავლობაში გინარჩუნებთ სისავსის შეგრძნებას. ამიტომ რომელიმე მავნე საკვების მიღების სურვილი თავისთავად გაქრება.
შავი შოკოლადი
ჰოლივუდში არაერთი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ შავი შოკოლადი სუპერსაკვებია, რადგან ის ძალიან სასარგებლოა გულისთვის, აუმჯობესებს ორგანიზმის მუშაობას და ამცირებს სტრესისადმი მგრძნობელობას. ასევე, ხელს უწყობს სიგამხდრის შენარჩუნებას.
შავ შოკოლადში არსებული ფლავანოლები (50%-ზე მეტი) ამცირებს გლუკოზის საჭიროებას და შესაბამისად, ტკბილეულის მირთმევის სურვილსაც, რაც შესანიშნავია.
თეობრომინი და ტრიპტოფანი ამცირებენ სტრესის დონეს და აუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას. ამიტომ ნაწილობრივ გაქრება უსარგებლო საჭმლის და ტკბილეულის მიღების სურვილიც. მაგრამ შავ შოკოლადში მთავარი ანტიოქსიდანტებია. ანტიოქსიდანტები, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ცხიმების დაწვაში ეხმარება.
სჯობს დღეში ძალიან ცოტა შოკოლადი მიირთვათ (ორი ან სამი ცალი) - ეს საკმარისი იქნება კარგი განწყობისა და ფიგურისთვის.
წყარო: Peopletalk