ეპატაჟური და სკანდალური მოდელი კესარია აბრამიძე უკვე დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. კესარია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემას.

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მოდელი მილიონერ ბიზნესმენს ხვდებოდა, რომელიც მას ძვირად ღირებული საჩუქრებით ანებივრებდა. როგორც თავად კესარია ამბობდა, პარტნიორმა მას სახლიც კი აჩუქა, თუმცა მათი ურთიერთობა, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დასრულდა.

კესარია აბრამიძე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, ბოლო დროს კი "ტიკ-ტოკში" აქტიურობს. სწორედ აქ გამოაქვეყნა მან ახალ რჩეულთან ერთად გადაღებული ვიდეოები, რასაც მოდელის გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - „ყველა იმსახურებს ბედნიერებას, მიხარია“, „კესო, მიხარია, რომ ბედნიერი ხარ“ - წერენ კომენტარებში.

კესარია აბრამიძე პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს. უცნობია ისიც, ვინ არის მისი ახალი რჩეული.