კინორეჟისორთა შემოქმედებაზე თავისი გავლენა დიდი მხატვრების შემოქმედებამაც მოახდინა. ამის მაგალითია ის, რომ ფილმებში ხშირად გვხვდება სცენები, რაც კონკრეტულ ნახატს ასახავს როგორც ვიზუალურად, ისე: ფერებით, სტილით, ჟანრით თუ შინაარსობრივად.
პოლ ტომას ანდერსონი და ლეონარდო და ვინჩი
აშკარაა, რომ ტომას ანდერსონის ფილმში "თანდაყოლილი ნაკლი", ერთ-ერთი სცენა აღებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატიდან "საიდუმლო სერობა". ფილმი 2014 წელს გამოვიდა.
გუსტავ კლიმტი და მარტინ სკორსეზე
მარტინ სკორსეზეს შედევრში "შეშლილთა კუნძული" სცენა, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მიშელ უილიამსს ეხვევა, ზუსტი ანალოგია კლიმტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრისა "კოცნა" - როგორც ტანსაცმლის ფერები, ასევე ლეონარდოს პერსონაჟის სევდიანი განწყობა, რაც ამაოების განცდას ქმნის.
აკირა კუროსავა და ვან გოგი
რვა ეპიზოდისგან შემდგარი, აკირა კუროსავას ფილმის "სიზმარი“ ერთ-ერთი ეპიზოდი ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება, რომელშიც მხატვრის როლს მარტინ სკორსეზე ასრულებს. ეპიზოდი ასეთია - ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ვან გოგთან შეხვედრა სურს, გამოფენაზე ნახატებს ათვალიერებს და უცებ ვან გოგის ნახატებში აღმოჩნდება, სადაც გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობს. ამ მოგზაურობისას გადაეყრება ვან გოგს, რომელიც მინდორში ხატავს. მათი საუბრის დროს გაცოცხლდება ნახატი: "ხორბლის ყანა ყვავებით", რომელიც ამ სცენის შთაგონების წყაროა.
იხილეთ სრულად