"პირველად ჩავიცვით კაბა მამა? ძალიან გიხდება" - მამულიჩა ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"პირველად ჩავიცვით კაბა მამა? ძალიან გიხდება" - მამულიჩა ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს

2021-04-23 22:52:06+04:00


კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას და ლელა წურწუმიას თინეიჯერი ქალიშვილი მარიკო მშობლებიდან გამომდინარე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მამულიჩა და ლელა ხშირად აქვეყნებენ გოგონას ფოტო თუ ვიდეოკადრებს.

ამჯერად მამულიჩამ მარიამის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგონას კაბა პირველად აცვია.

"პირველად ჩავიცვით კაბა მამა? მოგვიტრიალდი აბა. ძალიან გიხდება", - ამბობს მამულიჩა.


მარიკოს ადრე ძალიან ამსგავსებდნენ მამას, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი ამბობს, გოგონა მომღერალ დედას უფრო მეტად დაემსგავსა, განსაკუთრებით კი - თვალებით.

მარიკოს ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება, რაც მის "ინსტაგრამ" გვერდს ნამდვილად ეტყობა. გოგონა ხშირად იღებს და გამომწერებს უზიარებს საინტერესო სურათებს.