სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.

როგორც ცნობილია, დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ზოგჯერ ოჯახისგან შორს უწევს ყოფნა. ამიტომ, როცა წყვილი ერთადაა, ოჯახურ ფოტოსესიებს ხშირად აწყობენ.

უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს.


მათ, ვინც მოდელის გარეგნობას აკტიტიკებდა, მარიამის მეუღლემ, დავითმა ასეთი პასუხი გასცა: „ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე გარეგნულად, ხოლო გარეგნულად ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი ოდესმე დედამიწაზე მინახავს“ -წერს დავითი.

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ.
