უკვე რამდენიმე კვირაა ცივი ამინდები დასრულდა და გაზაფხულის თბილ დღეებს შევეგებეთ. გარდერობი გადმოვალაგეთ, აქსესუარები შევცვალეთ და დროა, ჩვენს ლამაზ თითებსაც მივხედოთ და საგაზაფხულოდ შილაკი შევარჩიოთ. ამ სეზონზე აქტუალურ ფერებში კვლავ იტრიალებს თეთრი, კრემისფერი, ღია ტონალობები და შავი ფერი. ნახეთ, როგორი შილაკი უნდა შეარჩიოთ ამ სეზონზე - დახვეწილი დიზაინები თბილი დღეებისთვის
რამდენიმე თვეა, სახის კონტურები მოდაში შემოვიდა და გაზაფხულზე ლამაზი შილაკის გასაკეთებლად შეგიძლიათ ეს იდეა გაითვალისწინოთ. კრემისფერი ამ სეზონზე ტრენდული ფერია, სტილი კი - დახვეწილი.
ბრჭყვიალა ფრჩხილების გარეშე არც ერთმა სეზონმა არ უნდა ჩაიაროს და ამ გაზაფხულზეც შეგიძლიათ მსგავსი დიზაინი მოირგოთ. ბრჭყვიალა შილაკი ტრენდული და სახალისოა.
ომბრე დიზაინით ის ვერსიაა, რომელიც ყველა ქალბატონს უხდება. გარდამავალი ფერები ცოტა რუჯსა და ღია ფერის ტანისამოს სრულყოფილს ხდის. ომბრე შილაკი გაზაფხულზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
მათ, ვისაც მკვეთრი ფერები და სადა დიზაინები არ მოსწონს, ეს ვერსია უნდა სცადონ. გეომეტრიული ხაზები ზუსტად გაზაფხულის სტილია.
როგორც უკვე ვახსენე, შავი მოდიდან არასდროს გადადის და შეგიძლიათ უახლოეს მომავალში მსგავსი სტილის ან ფერების შილაკი თავისუფლად შეარჩიოთ, მოდური და გემოვნებიანი იქნება.
ბოლო დიზაინი სუპერმხიარული და ფერადი შილაკია, რომელიც განწყობის ასამაღლებლად საუკეთესო არჩევანია. ვარდისფერი და ყვითელი ძალიან მოუხდა ერთმანეთს.