ცნობილი თურქი მსახიობები ქერემ ბურსინი და ჰანდე ერჩელი ერთად არიან. ამ სიახლეს თურქული მედია, პაპარაცების მთელი არმია და ფანები ადასტურებენ. რამდენიმე კვირის წინ სერიალი "ჩემს კარზე დააკაკუნე" დროებით შეჩერდა. სერიალის სცენარისტების თქმით, გადაღებები ივნისში განახლდება. მსახიობები კი დასასვენებლად მალდივებზე ერთად გაემგზავრნენ.
ქერემსა და ჰანდეზე დიდი ხანია ამბობენ, რომ ერთად არიან, თუმცა მხოლოდ პაპარაცებისა და ფანების მოსაზრებები ამ ფაქტის დასამტკიცებლად საკმარისი არ იყო.

რამდენიმე დღის წინ ჰანდემ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე "სთორი" გამოაქვეყნა, სადაც მალდივების მშვენიერი ბუნება და ოკეანე გამოაჩინა. მეორე დილით იგივე "ინსტაგრამ სთორი" ქერემმაც დადო. საღამოს კი წყვილმა ერთმანეთის ბუნდოვანი ფოტოები გაასაჯაროვა.

"მშვენიერი ხედი, მშვენიერ ადგილას ლამაზ ქალთან ერთად" - დაწერა ქერემმა "ინსტაგრამ სთორიში".

პაპარაცებმა წყვილის სეირნობის ფოტო და აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. ფაქტია, მსახიობები ერთად ისვენებენ და ამ დასვენებას მეგობრული მიზანი ნამდვილად არ აქვს.

მალდივებზე ჩასვლის მეორე დღეს წყვილს ჰანდეს დის ოჯახიც ესტუმრა. როგორც ჩანს, თურქული დრამის მსახიობებს ერთმანეთი უკვე ძალიან უყვართ და ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე არიან.
საყურადღებოა ისიც, რომ ქერემმა რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, ორი დღის წინ ყოფილ შეყვარებულთან, სერენაი სარიქაიასთან გადაღებული ყველა ძველი სურათი წაშალა.
აეროპორტში გადაღებულ სურათებში ქერემი და ჰანდე ხელიხელჩაკიდებულები დგანან. მსახიობები ნამდვილად ერთად არიან.
