"რატომ უნდა დამიკარგოს ღმერთის რწმენა მღვდლების ჩხუბმა, თუ ღმერთი მოდური აქსესუარი არ მგონია?" - ხატია სიჭინავა - Marao

"რატომ უნდა დამიკარგოს ღმერთის რწმენა მღვდლების ჩხუბმა, თუ ღმერთი მოდური აქსესუარი არ მგონია?" - ხატია სიჭინავა

2021-04-27 13:03:22+04:00


ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სასულიერო პირების დაპირისპირებას ეხმაურება:

"რატომ უნდა დამიკარგოს ღმერთის რწმენა მღვდლების ჩხუბმა?! საერთოდ არაფერი საერთო არა აქვს ამ ხელჩართულ ბრძოლას ჩემს რწმენასთან! არც კი მაინტერესებს რას ვერ იყოფენ! ყველა თავის ჯვარს ზიდავს და ყველას ღმერთისგან მოეთხოვება პასუხი! რა შუაში ვარ ან მე ან რომელიმე თქვენგანი?! თუ ღმერთი მოდური აქსესუარი არ გგონია, შენ შენს ეკლესიას მიხედე გულში და ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ძალას, იქაც მსგავსი არეულობა მოგიწყოს, რასაც ხილულად გაჩვენებს!", - წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.