დღის ფოტო: ნანუკა ხუსკივაძე და ირაკლი კავსაძე მამის დაკრძალვაზე - Marao

დღის ფოტო: ნანუკა ხუსკივაძე და ირაკლი კავსაძე მამის დაკრძალვაზე

2021-05-01 21:44:46+04:00


მსახიობი კახი კავსაძე, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მსახიობის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წევრებიც.

ემოციური იყო შვილების დამშვიდობება ლეგენდარულ მსახიობთან. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდნენ ირაკლი კავსაძე და ნანუკა ხუსკივაძე.

ნანუკა ბელა მირიანაშვილს პირველი ქორწინებიდან შეეძინა, თუმცა კახი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას საკუთარი შვილისგან არ არჩევდა და ნანუკასთნ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი