ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკასთან ერთად აფრიკაში იმყოფებოდა. ფოტოები და ვიდეოები მოდელმა საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებდა.
მოდელი შვილის, ლუკას ბასილაშვილის ვიდეოებსაც აქვეყნებს, სადაც ის საპნის ბუშტების ფონზე ცეკვავს და ერთობა. ლუკასს 4 მაისს დაბადების დღე აქვს და, როგორც ჩანს, ეს მოგზაურობა ნეკამ სწორედ შვილს მოუწყო: „ძალიან მაგარი საჩუქარი გაგიკეთა დედიკომ“, „როგორი ტკბილი საჩუქარია დაბადების დღისთვის“ - წერენ გამომწერები.
უქმეების დროს ნეკა დოროყაშვილი ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებსა და მოხუცებს შეხვდა და, როგორც თავად წერს, მათთან დღე ძალიან ბედნიერად გაატარა, ბავშვებთან და ლუკასთან ერთად კი არაერთ გასართობ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა. „ლუკასიც ძალიან ბედნიერია ამ ბავშვებთან ერთად ყოფნითა და თამაშით“ - ამბობს მოდელი.
„ხშირად მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავს. ყურადღება და დროის მათთან ერთად გატარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, აქვთ ბედნიერების, სამედიცინო დახმარების მიღების, ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება. ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უკეთესი მომავლისთვის“ - წერს ნეკა „ინსტარგამსთორიში".