ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე უამრავი გულშემატკივარი გამოხატავს რეაქციას და წყვილი კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს. გამონაკლისი არც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სახალისო ვიდეოა, სადაც ჩანს, რომ ირაკლი და ლიზა დროს ერთად მხიარულად ატარებენ.
წყვილის გამომწერები ლიზა ჩიჩუას მიმართ არასდროს იშურებენ დადებით შეფასებებს. მომღერალი და მომავალი ექიმი ხშირად იღებს კომპლიმენტებს გარეგნობასა და სტილთან დაკავშირებით: „დედოფალი ხარ“, „მზესავით ასხივებ“, „დაუჯერებლად ლამაზი ხარ“ - წერენ გულშემატიკვრები.
როგორც ჩანს, ლიზა უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს და ფოტოებშიც ხშირად სწორედ ასე გამოიყურება. გამომწერებს ყურადღბის მიღმა არ დარჩენიათ ისიც, რომ ლიზა და ირაკლი ყოველთვის ცდილობენ, მათი სამოსი ერთმანეთს უხდებოდეს: „ვიზუალურად ძალიან უხდებით ერთმანეთს“, „საუცხოოდ გამოიყურებით“ -წერენ ვიდეოს ქვეშ.
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მომავალი ექიმი ლიზა ჩიჩუა უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან. ეს ამბავი საზოგადოებას კი სულ რამდენიმე კვირის წინ გაუმხილეს.