ვლოგერის და ფოტოგრაფ გიორგი ჯობავას მეუღლეს, ინფლუენსერ სალი წვერავას „ინსტაგრამის“ მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ. სალი საკუთარ გვერდზე ყოვედღიურად აქვეყნებს პირად, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან გადაღებულ ფოტოებს და გამომწერებს ცხოვრების თითქმის ყველა დეტალს უზიარებს.
როგორც ცნობილია, სალი წვერავა, გარდა ინფლუენსერობისა, ხატვითაც არის დაკავებული და საკუთარ ნამუშევრებს ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამ სთორიში“. გამომწერები მის ნახატებს იწონებენ და ზოგჯერ შეძენის სურვილსაც გამოხატავენ.

„ხვალ მაქვს ჩემი ოცნების ფოტოსესია. თემატიკა იქნება ხატვა. ვეცდები, ზუსტად ისე გადმოვცე ემოციები, როგორც ხატვის დროს ვგრძნობ“ - წერდა ინფლუენსერი და სულ ცოტა ხნის წინ მან ბუნებაში, საკუთარ ნახატებთან ერთად გადაღებული თამამი ფოტოები და ვიდეოები გამომწერებს გაუზიარა.
„გამოხმაურებამ მართლა შოკში ჩამაგდო, მეტირება. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, საოცარი მასალა მივიღეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ყველას“ - წერს სალი.


სალი წვერავას განსხვავებულ და თამამ ფოტოსესიას „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „აქამდე არც ნახატები მომწონდა და არც ასეთი ფოტოები, მაგრამ შენმა ფოტოებმა იმხელა აღტაცება გამოიწვია ჩემში. ნამდვილი ხელოვანი ხარ“, „ვუყურებდი და არ მინდოდა, დასრულებულიყო“, „შენ ხარ სასწაული“ - უწერენ სალის.


როგორც სალი არაერთ ინტერვიუში ამბობს, ის ბავშვობიდან ხატავდა, შემდეგ კი თავი მიანება, მაგრამ ორსულობის დროს კვლავ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. გიორგიმ და სალიმ ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და პირველი შეხვედრისთანავე მოიხიბლნენ. წყვილი ბევრს მოგზაურობს და ლამაზ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.


