გიორგი დანელიას ზღაპრული დასვენების ფოტოები და ვიდეო დუბაიდან - Marao

გიორგი დანელიას ზღაპრული დასვენების ფოტოები და ვიდეო დუბაიდან

2021-05-19 15:35:27+04:00


ქართველი იუთუბერი და ინფლუენსერი გიორგი დანელია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შესანიშნავი დასვენების სურათებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. გიორგი დუბაიში მოგზაურ ბლოგერ სოსო ნებიერიძესთან ერთად წავიდა. დანელიამ ამჯერად დუბაი ოჯახის გარეშე მოინახულა.

დანელიასთვის ეს მეორე დიდი მოგზაურობაა, იუთუბერს თან ყველა საჭირო აპარატურა აქვს წაღებული, რითიც ნებისმიერ ახალ ადგილსა და გამოცდილებას იღებს და გამომწერებს უზიარებს.

დუბაი რომ გრანდიოზული ქალაქია ყველამ იცის, თუმცა დანელიასა და სოსოს ახალი ფოტოები და ვიდეოები მოლოდინებს სცდება. რამდენიმე დღის წინ, გიორგი პარაშუტით გადმოხტა და თავისი განცდები და გრძნობები ვიდეოზე ასახა, სოსომაც სცადა იგივე და დაწერა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო.

ინფლუენსერები მოგზაურობისას ყველა საჭირო ხარჯსაც ასაჯაროვებენ, გამომწერები კი ამ მცირე დეტალებით ნამდვილად ინტერესდებიან.

საამიროებში ჩასვლიდან, სოსო და გიორგი ქუჩაში შემთხვევით მოდელსა და პროდუსერ ჯეი ალბარესს შეხვდნენ.

ჯეის ინსტაგრამზე 6.4 მილიონი გამომწერი ჰყავს და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი პროდუსერია. ბიჭებმა ჯეი საქართველოშიც დაპატიჟეს.

გიორგი დანელია სულ ცოტა ხნის წინ, სოსო ნებიერიძესთან და მეუღლესთან ერთად მალდივის კუნძულებზე იყო, ეს იუთუბერის მეორე დაუვიწყარი "ვოიაჟია".

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>