ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ბავშვობის სურათები გაასაჯაროვა, მოდელმა ფოტოები სოციალურ ქსელ "ინსტაგრამ სთორიში" დადო და სახალისო წარწერებიც დაურთო.
მოდელი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, გვანცა თავისი ცხოვრების დეტალებს, საცობში გატერებულ დროსა და შვილების სახალისო ვიდეოებს თითქმის ყოველდღე აზიარებს და ის ერთ-ერთი ტელეწამყვანია, რომელსაც რეალური, ცხოვრებისეული და ნამდვილი სოციალური სივრცე აქვს შექმნილი.
გვანცა გამომწერებსა და ზოგადად საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოდელს იშვიათად უწერენ ცუდ კომენტარებს და ნეგატიური ინფორმაცია დარასელიასა და მის ოჯახზეც იშვიათად თუ გაისმება მედიაში.
ტელეწამყვანმა სახალისო ფოტოებით თავისი ბავშვობა გაიხსენა და თუ მის სურათებს დააკვრდებით დაინახავთ, რომ გვანცას ფოტოებიდან მისი უფროსი ბიჭი იყურება. ახლა კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა თუ ვის ჰგავს ერეკლე.
ცნობისთვის, გვანცა 2 შვილის დედაა, მისი უფროსი ბიჭი ერეკლე და უმცროსი გოგო ლილე საზოგადოებაში ხშირად ჩანან.
ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ კერძო სახლში ცხოვრობს, გვანცასთვის შვილების აღზრდა უმნიშვენლოვანესი როლია და ეს მის ყოველდღიურობაში კარგად ჩანს.
"ჩვენი დროის ყველაზე ეკრანული სახე, ოჯახით და პიროვნულად ხარისხიანი ადამიანი" - უწერენ დარასელიას სოციალურ ქსელში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>