"ადამიანს ისეთს იყვარებ, როგორიც არის" - რამდენი წლით არის შორენა ბეგაშვილი უფროსი ლაშა ბარათელზე და უქმნის თუ არა უხერხულობას საყვარელი მამაკაცის კრიმინალური ცხოვრება? - Marao

"ადამიანს ისეთს იყვარებ, როგორიც არის" - რამდენი წლით არის შორენა ბეგაშვილი უფროსი ლაშა ბარათელზე და უქმნის თუ არა უხერხულობას საყვარელი მამაკაცის კრიმინალური ცხოვრება?

2021-05-23 10:49:11+04:00


მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა საყვარელ მამაკაცზე პირველას მაია ასათიანთან გადაცემაში "ახალი პროფილი" პირველად ისაუბრად და აღნიშნა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი იმის გამო შეუყვარდა, რომ ის არის კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს, ასევე რასაც ამბობს, იმას ასრულებს.

შორენას თქმით, ის მამაკაცებისგან მხოლოდ ამ თვისებებს ითხოვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და სხვა მათგან არაფერი სჭირდება, რადგან საკუთარ თავს თავად უზრუნველყოფს.

მაია ასათიანი კითხვაზე, ხომ არ უქმნის უხერხულობას ის, რომ მისი საყვარელი მამაკაცი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, შორენა ბეგაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანი ისეთი უყვარდებათ, როგორიც არიც.

შორენას თქმით, მისი მამაკაცი მასზე ასაკით უმცროსია, თუმცა ამას ვერც ამჩნევს. თუმცა ასაკი არ დაუკონკრეტებია. როგორც აღმოჩნდა, შორენა ლაშაზე 7 წლით უფროსია.

"ძალიან მაგარი ვინმე გყავს გვერდით", "მიყვარხართ", "უხდებით ერთმანეთს", - სწერენ შორენას ლაშასთან ერთად გადაღებულ საერთო ფოტოზე გულშემატკივრები.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ჭიად" მოიხსენიება1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. იგი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. როგორც ცნობილია, 2014 წელს სწორედ მან "მონათლა" ქურდად ლაშა ბარათელი.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, სწორად ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, ამიტომაც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს. 2014 წელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრებმა „ჭია“ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რა დროსაც იგი სიკვდილს გადაურჩა.

მოგვიანებით, 2016 წელს ლაშა ბარათელი რუსეთში დააკავეს და საქართველოში გამოაძევეს, თუმცა რადგან მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და თან "ჭია" საქართველოს მოქალაქე არ არის, სამართალდამცველებმა იგი გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ლაშა ბარათელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.