სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ოჯახისგან შორს ყოფნა ხშირად უწევს, თუმცა ახლა წყვილი დასასვენებლად დუბაიში იმყოფება და ფოტოებს მოგზაურობიდან გამომწერებსაც უზიარებს.
„მას შემდეგ, რაც მივხვდი, რამხელა შესაძლებლობები და გამოწვევებია ამ საოცარ ქალაქში, მე მზად ვარ ახალი ბიზნესიდეებისა და პარტნიორობისთვის დუბაიში“- დაწერა მარიამ შუკაკიძემ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. ფოტოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კი ერთ-ერთი მარიამის მეუღლე იყო: „ეს არის ის, რაც შენში ყველაზე მეტად მიყვარს, დამოუკიდებლობა და სურვილი, რომ შექმნა რაიმე ლამაზი“ -წერს დავით ბოლქვაძე.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ.