რუსკა მაყაშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სატელევიზიო შოუში.
როგორც თავად მსახიობი ამბობდა, მას რთული ორსულობა არ ჰქონია და არც პროფესიულ საქმიანობაში შეშლია ხელი. რუსკა ორსულობის დროს აქტიური იყო სოციალურ ქსელში და მისი საორსულო ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევდა: „ძალიან ლამაზი ხარ, უზომოდ გიხდება ფეხმძიმობა“, „უსაყვარლესი ხარ“ - წერდნენ რუსკას გულშემატკივრები.
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე დღეს მეორედ გახდნენ მშობლები. კატო ნიჟარაძის დაბადებას მათი მეგობრები სამშობიაროს ეზოში სიმღერითა და ემოციებით შეხვდნენ. ფოტოები და ვიდეოები რუსკას დამ, ნინუცა მაყაშვილმაც გამოაქვეყნა.

რუსკა მაყაშვილმა მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე ოფიციალურად 2015 წელს იქორწინა. მათ უკვე ჰყავთ ერთი შვილი, ილია, რომელიც მსახიობის გამომწერებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.