დღე-დღეზე ზაფხული მოვა, ქართველმა ცნობილმა სახეებმა უკვე საცურაო კოსტიუმები მოირგეს და გაზაფხულის ცხელ ამინდში რუჯის მიღებაც დაიწყეს. წელს ფერადი საცურაო კოსტიუმებია მოდაში და ტრენდებს კვლავ ძველი სტილი დაუბრუნდა. პატარა ბიუსტჰალტერები და ღრმად ამოჭრილი საცურაო ტრუსები ამ სეზონზე ბევრ ლამაზ სხეულს დაამშვენებს.
ანი ლოლაძე
მოცეკვავე ანი ლოლაძე მუდამ კარგ ფორმაშია. ანიმ საცურაო კოსტიუმში პირველი სურათი უკვე გამოაქვეყნა, სადაც ჩვეულებრივი, შავი, სადა საცურაო სამოსი აცვია.
წელს მოდაში სწორედ ასეთი, სადა სტილის საცურაო კოსტიუმები იქნება.
ლიზა ყენია
მომღერალმა ლიზა ყენიამ რამდენიმე დღის წინ საცურაო კოსტიუმში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ლიზას უკვე რუჯი აქვს, კარგ ფორმაშია და ეს ორ ფერში გაწყობილი საცურაო კოსტიუმი უხდება.
მომღერალს ზაფხული უყვარს, ამას ხშირად აღნიშნავს და ზაფხულობით ბევრ ფერად ფოტოსაც იღებს. ლიზასთვის ზაფხული უკვე დაიწყო და ფერად-ფერადი საცურაო კოსტიუმებიც მოირგო. 2021 წელს მსგავსი სტილის საცურაო ბიუსტჰალტერი ტრენდული იქნება.
ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილის უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მკვეთრ სტაფილოსფერ საცურაო კოსტიუმში ახალ ფოტოს აქვეყნებს. ევას ეს ფერი უხდება.
"ქართველი კაილი ჯენერი ხარ" - უწერენ ევას კომენტარებში. უმშვენიერესი გოგონა კარგ ფორმაშია და საზაფხულოდ ტრენდული საცურაო კოსტიუმიც აცვია.
მარიამ გველესიანი
წელს შედარებით თამამი საცურაო კოსტიუმების გარდა, ტრენდებს კოპლებიანი საცურაო სამოსიც დაუბრუნდა. ინფლუენსერმა მარიამ გველესიანმა რამდენიმე კვირის წინ მსგავს საცურაო კოსტიუმში ფოტო გამოქვეყნა. გოგონა კარგი აღნაგობის არის და ლურჯი კოპლებიანი საცურაო კოსტიუმი უხდება.
მარიამი ფერადი სამოსის დიდი მოყვარულია და ყველანაირი სტილის საცურაო კოსტიუმი უხდება. ეს ტრენდული სტილიც შესანიშნავად შეუხამა მოსაცმელსა და თბილ ამინდს.
თამო ვაშალომიძე
კოპლებიან საცურაო კოსტიუმზე არც მოდელმა თამო ვაშალომიძემ თქვა უარი. როგორც ჩანს, 2021 წლის ზაფხულში თამამი, სადა ან კოპლებიანი საცურაო კოსტიუმები სუპერტრენდული იქნება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>