„ღვინო, ჩვენ და ყაზბეგი, ადგილი, სადაც დაიწყო ჩვენი ისტორია“ - როგორ ისვენებენ გიორგი ჯობავა და სალი წვერავა - Marao

„ღვინო, ჩვენ და ყაზბეგი, ადგილი, სადაც დაიწყო ჩვენი ისტორია“ - როგორ ისვენებენ გიორგი ჯობავა და სალი წვერავა

2021-05-25 18:26:00+04:00


ქართველი ვლოგერების, გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.

ამჯერად წყვილი ყაზბეგში ისვენებს, სადაც გიორგის დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრნენ. „ღვინო, ჩვენ და ყაზბეგი, ადგილი, სადაც დაიწყო ჩვენი ისტორია. ჩემი ადამიანი ხარ“ - წერს სალი წვერავა ფოტოზე, სადაც მეუღლეს უიბილეს ულოცავს.

მოგზაურობისა და დასვენების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, როგორც ყოველთვის, სალიმ გულშემატკივრებსაც გაუზიარა. როგორც ჩანს, მიუხედავად უამინდობისა, წყვილი დროს მხიარულად ატარებს და ბევრ სახალისო ვიდეოსაც იღებს.

გიორგი ჯობავა, ფოტო და ვიდეოგრაფია. მან მომავალი მეუღლე სალი წვერავა სწორედ ერთ-ერთ გადაღებაზე გაიცნო. მათ მალევე იქორწინეს და ახლა საერთო შვილი, სებე ჰყავთ. სალისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას პირველი მეუღლისგან ერთი გოგონა, სახელად მია ჰყავს.