„ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერია“ - რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - Marao

„ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერია“ - რუსკა მაყაშვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

2021-05-25 22:48:21+04:00


მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე გუშინ მეორედ გახდნენ მშობლები. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც კატო დაარქვეს. მის დაბადებას რუსკასა და სანდროს მეგობრები სამშობიაროს ეზოში სიმღერით შეხვდნენ. რუსკამ სოციალურ ქსელში ახლობლებისა თუ უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა მიიღო: „შენნაირი სიხალისე რომ კიდევ ერთ ადამიანში გააგრძელე, ამიტომ ხარ მაგარი გოგო“, „გილოცავთ პატარა კატოს დაბადებას“, „ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას“ - წერდნენ გამომწერები.

რუსკამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა: „ძალიან დიდი მადლობა რეკორდული რაოდენობის მოლოცვა თქვენგან ძალიან სასიამოვნოა. ისეთი მაზალო კატო მყავს რომელიც უკვე ზედმეტად გვიყვარს და რა თქმა უნდა სიტყვებს აზრი არ ააქვს. როგორც მაშინ ილია ახლა კიდევ კატო დაგვეთხლიშა თავზე ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერია. 24.05.2021 Happy birthday baby Kato“ - წერს მსახიობი.

რუსკა მაყაშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ ოფიციალურად 2015 წელს იქორწინეს, თუმცა მათ ურთიერთობა უკვე 9 წელს ითვლის. წყვილს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს.