"სამი წელი წაიღო ამ ქვეყანაში ადაპტაციამ; ხანდახან მინდა, ჩემს წარსულ თავს ჩავეხუტო და ვუთხრა: ყველაფერი კარგად იქნება" - ეკუნა ყანჩაველი ამერიკიდან გამომწერებს მიმართავს - Marao

"სამი წელი წაიღო ამ ქვეყანაში ადაპტაციამ; ხანდახან მინდა, ჩემს წარსულ თავს ჩავეხუტო და ვუთხრა: ყველაფერი კარგად იქნება" - ეკუნა ყანჩაველი ამერიკიდან გამომწერებს მიმართავს

2021-05-27 13:54:35+04:00


ქართველი ინფლუენსერი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს, მუშაობს და სოციალურ ქსელში ამერიკული ცხოვრების საინტერესო ამბებს აზიარებს. ეკუნამ 3 წლის წინ ბავშვობის ოცნება აიხდიანა, ამერიკაში ცხოვრების უფლება მოიპოვა და დაუფიქრებლად წავიდა სანატრელ ქვეყანაში.

ბოლო რამდენიმე თვეა, წონაში დაიკლო, აქტიური ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით იმიჯიც შეიცვალა და თავის მიღწევებზე საუბარს არასდროს ერიდება. როგორც ჩანს, ეკუნას გამომწერებთან პატარა პრობლემა აქვს. გამომწერთა ნაწილი თვლის, რომ ყანჩაველს "კონტენტი" გაუბრალოვდა და ის ორიგინალური გოგო დაიკარგა. ამ თემასთან დაკავშირებით ეკუნამ "ინსტაგრამზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

"ძაან გაგიბანძდა კონტენტი", "აღარაფერს დებ", "აღარ გიყურებს იგივე ადამიანების რაოდენობა" CAUSE IVE BEEN WORKING MY ASS OFF DOING SOME BIG GIRL THINGZZ. ვინც არ იცით ამერიკაში ვარ მესამე წელია, ჩამოვედი 20 წლის, არა დედა, არა მამა, არა ნათესავი ,მოკლედ არავინ. სპონტანურად დავრჩი, მხოლოდ ჯიბის ფული მედო საფულეში, ისიც არ ვიცოდი რას ვიზამდი ან სად ვიცხოვრებდი ან როგორ, როგორ აეწყობოდა ყველაფერი მაგრამ მოთმინება, შრომა, ტყვიაგაუმტარობა, მთელი კარანტინი უსამსახუროდ და უფულოდ, ბევრი უძილო ღამე, უამრავი არასწორი ადამიანი.. ათასი მტკივნეული დღე მაგრამ Guess what?

მემგონი სამყარომ დაიწყო ჩემზე მუშაობა და ეს ყველაფერი მიფასდება სამი წელი წაიღო ამ ქვეყანაში ადაპტაციამ, ხანდახან რომ გადავხედავ ხოლმე გავლილს მინდა ჩემს წარსულ თავს ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება ალბათ ოდესმე წიგნს დავწერ და ავღწერ რამდენი უცნაურობა გადამხდა. მოკლედ ვისაც აინტერესებდა რატომ დავიკარგე ეჰ, IT WAS A LOT SIS მალე დავბრუნდები ახალი ამბებით, ახალი ვიდეოებით და რაც მთავარია ახალი მუსიკით მადლობა ყველას ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩემთან დარჩა და მიუხედავად იმისა რომ თითქმის არაფერს ვპოსტავდი მაინც არ დააჭირა unfollows..you the real one“ - წერს ეკუნა "ინსტაგრამზე".

ყანჩაველი ახლა 23 წლის არის, ამერიკიდან წამოსვლას ჯერ არ გეგმავს და მის ცხოვრებაში ახალი სიყვარულიც გამოჩნდა. ეკუნამ თმის ფერი, იმიჯი და ბევრი რამ შეცვალა და შესანიშნავად გამოიყურება.