სულ რამდენიმე დღეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა, მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს გოგონა, კატო ნიჟარაძე ეყოლათ. რუსკა და კატო უკვე სახლში არიან და თავს მშვენივრად გრძნობენ.

მსახიობი მთელი ორსულობა აქტიურად ჩანდა ტელეეკრანებზე, რუსკა ორსულობის ბოლო კვირამდე მუსიკალური გადაცემა "ვოისის" წამყვანი იყო და სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტდა. ერთ-ერთ გადაცემაში ისიც აღნიშნა, რომ ორსულობა მას აქტიურობაში ხელს არ უშლიდა და მხოლოდ 12 კილოგრამი მოიმატა.
მაყაშვილმა კატოს დაბადებამდე რამდენჯერმე ილიას მისი ორსულობისადმი დამოკიდებულებაც გააჟღერა. როგორც რუსკა ამბობდა, ილია პატარა დის მოლოდინში არ იყო, ბიჭი მომავალ დაზე ეჭვიანობდა, თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ილია პატარა კატოს დანახვით ბედნიერია და აღფრთოვანებას ვერ მალავს.
"როგორ უყურებს ილია" - უწერენ რუსკას კომენტარებში. მართლაც, პატარა ბიჭი კატოს დაბადებით ბედნიერია.

პატარა კატო რუსკასთვის მეორე შვილია. ის და სანდრო გოგოს სახელს არ ამბობდნენ, სქესი კი ტელემაყურებელმა და სრულიად საზოგადოებამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაიგო.