მეგან ფოქსი ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის სამოსით iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა - Marao

მეგან ფოქსი ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის სამოსით iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა

2021-05-28 15:15:15+04:00

iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე მეგან ფოქსი და მისი მეგობარი ბიჭი, რეპერი რიჩარდ კოლსონ ბეიკერი, იგივე Machine Gun Kelly, გუშინ უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. წითელ ხალიჩაზე ისინი თვალშისაცემი და განსხვავებული იმიჯით გამოჩნდნენ. მეგან ფოქსმა ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის ვარდისფერი ატლასის კომბინეზონი მოირგო, ხოლო კელი მეწყვილის სამოსის შესაფერის ფერებში გადაწვეტილი ფრჩხილებით იწონებდა თავს.

Nails of LA-ს მფლობელმა ბრიტნი ბოისმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეგანსა და კელის უყვართ სამოსისა და ვიზუალის შეხამება. სწორედ ბრიტნი დგას მათი ფრჩხილების ექსტრავაგანტური დიზაინის უკან. „კელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კლიენტია, რადგან, რაც უნდა მოხდეს, მე მასთან მუშაობის შემდეგ ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებ. ის ფრჩხილებს ისე იყენებს, როგორც დამატებით აქსესუარს და სწორედ ეს ხდის კელის განსაკუთრებულს“, - ამბობდა ბოისი.

კელი iHeartRadio-ს მიერ წლის ალტერნატიული როკ-მუსიკის კატეგორიაში იყო  ნომინირებული. მან და მეგან ფოქსმა ერთმანეთი “Midnight in the Switchgrass“-ის გადაღებებზე გაიცნეს და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა წყვილი მსგავსი სამოსითა და შეთანხმებული ვიზუალით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

შეგახსენებთ, რომ მეგანი სამი შვილის დედაა და მიუხედავად ამისა, იგი იდეალურ ფორმაშია.