სოიოს სოუსი ტრადიციული ჩინური სანელებელია, რომელიც კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს. მისი შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში.
საჭირო მასალა
4 მსხვილი ნაჭერი თინუსი ან ორაგული
0,5 ჭიქა სოიოს სოუსი
0,5 ჭიქა ლიმონის წვენი
4 ს.კ. სიმინდის ფქვილი
ზეთი – შესაწვავად
მაიონეზი და დაჭრილი კამა – მოსართავად
მარილი - გემოვნებით
რჩევა
სოიოს სოუსი ტრადიციული ჩინური სანელებელია, რომელიც კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს. მისი შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში.
მომზადება
თევზის ნაჭრები ჩავაწყოთ ჭურჭელში, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და სოიოს სოუსი და 5-6 საათით მაცივარში შევდგათ.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. თევზის ნაჭრები ამოვავლოთ სიმინდის ფქვილში, მოვაყაროთ ცოტა მარილი (სოიოს სოუსი მლაშეა და ბევრი არ დასჭირდება) და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.
კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)