მსახიობი გიორგი მახარაძე იუბილარია. მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ მეგობრებისა თუ ახლობლებისგან მიღებული არაერთი მილოცვა გამოაქვეყნა, მათ შორის შვილის, 10 წლის ელენე მახარაძეც იყო. ელენემ მამას დაბადების დღეზე ემოციური წერილი მისწერა: „მამას დაბადების დღეა, მამა, მიყვარხარ სიგიჟემდე, ვერ წარმოაიდგენ, როგორ მიყვარხარ, მამა. აი, შვილს რომ ასე უყვარდეს მამა ან დედა, არ ვიცი მე. და შენ ზუსტად იცი მე რომ ყველაფერი კარგი მინდა შენთვის, მინდა, რომ როგორც გინდა და სადაც გინდა ისე იყოს ყველაფერი, მინდა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო“ - წერს ელენე წერილში.

გიორგი მახარაძეს დაბადების დღე მეუღლემ, მარიამ ნადირაძემაც მიულოცა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაიბადე. მიყვარხარ უზომოდ.“

მარიამსა და გიორგის სულ ცოტა ხნის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. გიორგისთვის ეს მეორე, მარიამისთვის კი პირველი შვილია.