ბიონსემ და ჯეი ზიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა იყიდეს - ნახეთ, რა ღირდა მათთვის სპეცილურად დამზადებული როლს-როისი - Marao

ბიონსემ და ჯეი ზიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა იყიდეს - ნახეთ, რა ღირდა მათთვის სპეცილურად დამზადებული როლს-როისი

2021-06-03 12:56:12+04:00


ბიონსე და მისი მეუღლე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანის - Rolls-Royce Boat Tail-ის მფლობელები გახდნენ.

მწარმოებელმა მოდელი მხოლოდ სამ ეგზემპლარად წარმოადგინა. ყველა მანქანა ხელით არის აწყობილი და მათ გამოსაცემად მომზადებას 4 წელი დასჭირდა.

ვარსკვლავებმა მანქანის ფერად ლურჯი აირჩიეს, რადგანაც ეს წყვილის საყვარელი ფერია. გაყიდვის ფასი იყო 28 მილიონი აშშ დოლარი.

შთამბეჭდავია მანქანის ფუნქციონირებაც: წვიმის შემთხვევაში, თავზე ავტომატურად იხსნება ჩარდახი, ხოლო მანქანის უკანა ნაწილში განთავსებულია კუპე მინი-სამზარეულოთი, პიკნიკისთვის. აქ არის ყველაფერი, რაც წყვილს დასჭირდება: კოქტეილის მაგიდები, მაცივარი, დანა-ჩანგალი ჭურჭლით და ა.შ.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>