ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს 5 ივნისს 86 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარული მსახიობი რამდენიმე კვირის წინ კორონა ვირუსის გართულებული მდგომარეობის გამო გარდაიცვალა.
ბაბუის 86-ე იუბილესთან დაკავშირებით ირინკამ "ინსტაგრამზე" ემოციური ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:
"კახო 86. პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40. ძალიან დიდი სიჩუმე და სიცარიელე დატოვე, მაგრამ ვიცი რომ იქ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მასხარაობ იმ არაჩვეულებრივ თეატრში. უზომოდ მიყვარხარ და მაკლიხარ ბაბუშკო" - წერს ირინკა.
კახის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილთან, ირინკა კავსაძესთან. გოგონა, რომელიც 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში ცხოვრობს, ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>