სალომე ღვინიაშვილი ქართული საზოგადეობისთვის კარგად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მოდელია. სალომე მოდელობის გარდა ტელეწამყვანობას ითავსებს და უკვე წლებია, ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს.
მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურია, თავისი ცხოვრების მცირე, მაგრამ საინტერესო დეტალებს გამომწერებს მუდამ უზიარებს. ღვინიაშვილს სამი შვილი და შესანიშნავი მეუღლე ჰყავს, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ მოდელის წარსულსა და პირველ ქორწინებაზე ბევრი არაფერი იცის.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ მათ შორის პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
17 წლის ასაკში სალომე ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი დათუნა აბულაძე ეყოლათ.
3 წლის შემდეგ სალომე ტატოს გაშორდა და წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. დღეს, სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე 19 წლის არის, მასზე სულ რამდენიმე დეტალია ცნობილი, წელს სალომემ შვილს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. ბიჭი მართლაც ძალიან ჰგავს დედას...