შეფ-მზარეულის საიდუმლო რეცეპტი ზაფხულის წვნიანის - "აკროშკას" მოსამზადებლად - Marao

შეფ-მზარეულის საიდუმლო რეცეპტი ზაფხულის წვნიანის - "აკროშკას" მოსამზადებლად

2021-06-14 08:22:25+04:00


"აკროშკა" საზაფხულო წვნიანია და ცხელი ამინდებისთვის საუკეთესო კერძადაც ითვლება. ზოგიერთი მას კეფირით ამზადებს, ზოგი კი - ბურახით, რომელსაც თბილ ლუდსაც უმატებს.

"კეფირის ნაცვლად შეგიძლიათ თხევადი იოგურტი ან ნუშის რძეც გამოიყენოთ. ნამდვილად საინტერესო გემო ექნება", - ამბობს ერთ-ერთი ცნობილი შეფ-მზარეული სინიცინი.

"აკროშკა" შეიძლება დიეტურიც კი გახდეს, თუ მის ინგრედიენტებს სხვებით ჩავანაცვლებთ. მაგალითად, უარი თქვათ კარტოფილზე და დაამატოთ მეტი ახალი ბოსტნეული და მწვანილი საზაფხულო წვნიანში. ძეხვი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხარშული უცხიმო ხორცით (მაგ. ინდაური).

ასევე კარგია კერძში სხვადასხვა სუპერსაკვების დამატება: სპირულინა, ჩიას თესლი ან კურკუმა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და ნუტრიენტებით.

ახლა კი გაგანდობთ საიდუმლოს: ბოსტნეული არ უნდა იყოს ძალიან დიდი, დაჭერით პატარა კუბებად. საზაფხულო წვნიანი უფრო გემრიელი იქნება, თუკი მოადუღებთ მირთმევამდე რამდენიმე საათით ადრე. უნდა შეურიოთ ყველა ინგრედიენტი და ბოლოს ჩაასხით ბურახი ან კეფირი.

გახსოვდეთ, ბურახის გამოყენების შემთხვევაში მანქანის მართვა დაუშვებელია, რადგან როდესაც ის დუღს, გრადუსიც ემატება.