46 წლის მარტოხელა მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრიტანელ კოლეგას და ყოფილ მეუღლეს, ჯონი ლი მილერს ბრუკლინის ბინაში ესტუმრა. ყოფილმა წყვილმა საღამო ერთად გაატარა.
უცხოურ მედიაში წერენ, რომ შესაძლოა მათ კვლავ განაახლეს რომანი, როგორც ჯეილომ და ბენმა და ასევე, ქანიემ და ირინამ წლების შემდეგ.
ჯოლი ყოფილ მეუღლეს მარტო ესტუმრა. მას გრძელი ქურთუკი ეცვა, Louis Vuitton-ის ჩანთა ეჭირა და მილერთან საჩუქრად ძვირად ღირებული ღვინო მიჰქონდა.
პაპარაცების ცნობით, ჯოლიმ ყოფილ მეუღლესთან რამდენიმე საათი დაჰყო.
როგორც ცნობილია, ანჯელინა ნიუ-იორკში შვიდივე შვილთან ერთად ჩავიდა.
ანჯელინას და ჯონის ურთიერთობას ათწლეულების ისტორია აქვს. მათ 1995 წელს ფილმ "ჰაკერების" გადაღების შემდეგ ძალიან მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და 1996 წლის მარტში დაქორწინდნენ. ამ დროს 20 წლის ანჯელინამ საკუთარი სისხლით თეთრ მაისურს ზურგზე საყვარელი მამაკაცის სახელი დააწერა.
თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა. 1997 წლის სექტემბერში წყვილი დაშორდა, თუმცა ოფიციალურად განქორწინების შესახებ განცხადება 1999 წლის დასაწყისში დაწერეს.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეგობრებად დარჩნენ, ჯოლიმ წლების შემდეგ მასთან განქორწინების გამო სინანული გამოთქვა.
"მე და ჯონი არასდროს ვჩხუბობდით. ძალიან მინდოდა მისი ცოლი ვყოფილიყავი. ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია" - ამბობდა ანჯელინა ჯონისთან განქორწინებაზე.
მათი განშორების შემდეგ ჯოლი ორჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. მილერმა კი 10 წელი გაატარა მსახიობ მიშელ ჰისკთან, თუმცა ისინიც დაშორდნენ 2018 წელს.
ამჟამად ორივე მარტოხელაა და შესაძლოა, ყოფილ მეუღლეებს ისევ აქვთ რომანი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>