როცა საქმე პირად ურთიერთობას ეხება, ცნობილი ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი საკუთარი წესებით მოქმედებს. კენდალის პირადი ცხოვრება, მისი ოჯახის სხვა ცნობილი წევრებისგან განსხვავებით, იშვიათად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. იმის მიზეზებზე, თუ რატომ არასდროს გამოჩენილა კენდალ ჯენერის არც ერთი მეგობარი ბიჭი კარდაშიანების შოუში, სახელად „Keeping Up with The Kardashians”, გადაცემის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ფარნაზ ფარჯამიმ ისაუბრა.
როგორც ჩანს, კენდალი ყველაფერს წინასწარ აფასებს და გეგმავს: „როცა საუბარი კენდალის შეყვარებულზეა, ის ყოველთვის ერთი წესის მიხედვით მოქმედებს. იმისთვის, რომ მან საკუთარი მეგობარი ბიჭი შოუში გამოაჩინოს, მასთან ბოლო ერთი წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. კენდალმა ყოველთვის არ იცის, რა განზრახვა აქვთ ადამიანებს. სწორედ ამის გამო იკავებს თავს საკუთარი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან“ - ამბობს ფარნაზ ფარჯამი.
„ინსტაგრამის“ მომხმარებლებსა და კენდალ ჯენერის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ შემთხვევა, როცა მოდელმა დევინ ბუკერთან ურთიერთობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. ბუკერი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელია და მოდელის ცხოვრებაში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მათ საერთო ფოტოები საზოგადოებას პირველად ვალენტინობის დღესასწაულზე გაუზიარეს. მიუხედავად ამისა, მანამდე ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.

