"შვილთან ერთად გძინავს?" "როგორ ახერხებ მეუღლესთან სექსს" - რატომ არ მივაჩვიე ბავშვი ცალკე ძილს - Marao

"შვილთან ერთად გძინავს?" "როგორ ახერხებ მეუღლესთან სექსს" - რატომ არ მივაჩვიე ბავშვი ცალკე ძილს

2021-06-19 00:15:47+04:00


ხშირად მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ოჯახში ბავშვებს მშობლების ოთახში ან უარესი მათ ლოგინში სძინავთ ხოლმე, რაც მშობლების ურთიერთობასა და სიახლოვეზე ძალიან აისახება. უცხოურ მედიაში, პედიატრის რჩევებთან ერთად, ბავშვთან ერთობლივ ძილსა და ამით გამოწვეულ პრობლემებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებენ.

მაშ ასე, გავეცნოთ საკითხის დადებითსა და უარყოფით მხარეებს:

ჩემი შვილი უკვე ოთხი წლისაა და მას კვლავ ჩვენთან სძინავს, ნუ იჩქარებთ ჩემს გაკიცხვას. "კიდევ თქვენთან სძინავს" - ეს ფრაზა უკვე დიდი ხანია მესმის. მე სულ არ მინდა მას ჩვენთან ეძინოს, მაგრამ ყველა ოჯახმა უნდა გააკეთოს ისე, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სანამ ბავშვი გაჩნდებოდა დავგეგმე რომ ის თავის ლოგინში დაიძინებდა ჩვენს გვერდზე ჩვენ კი მარტო ვიქნებოდით, მაგრამ მან უარი თქვა ორთოპედიულ საწოლზე, ყოველღამე ტიროდა და მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა როდესაც ჩვენთან გადმოვაწვენდით.

იმდენად დაღლილები ვიყავით ჩახუტების თავიც არ მქონდა და გადავწყვიტეთ ბავშვი ჩვენთან დაგვეწვინა. იმავე ღამეს ყველამ ტკბილად გამოვიძინეთ. ბავშვს აღარ უტირია და ჩემმა ქმარმაც დილით დროულად შეძლო გაღვიძება. ლაქტაცია გამიმარტივდა, ბავშვიც დამშვიდდა და მეც გამოვიძინე, აშკარად ერთად ძილი შედეგიანი იყო. დამიჯერეთ რამდენადაც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი ქმარ-შვილი ვერაფერს იზამთ, თუ ყოველ ღამე მხოლოდ 3 საათი შეძლებთ დაძინებას, ენერგია არასდროს გექნებათ. ვიცი ქალბატონები, რომლებსაც ხანგრძლივად უძილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელი და სრულუოფილი ძილი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის ახალშობილს საშიალოდ 3-4 თვე 14-17 საათი უნდა ეძინოს ხოლო ორ წლამდე 11-14 საათი. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ბავშვისთვის ღამის კვებაც ძილზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღამით კვება დედის რძეს აჯანსაღებს, ღამის საათებში წარმოქმნება ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის წარმოებაზე. თუმცა სადაც არ უნდა იძინებდეს ბავშვი, ის ღამე მაინც უნდა ჭამდეს. ასეთი უნიკალურები არიან ბავშვები, ჭამენ, დიდი ხანი იძინებენ და ხშირადაც ტირიან. არიან ბავშვები, რომლებიც თავიანთ ლოგინში თავისუფლად იძინებენ, თუმცა პირიქითაც ხშირად ხდება.

პირველი ერთი კვირა, ბებიები შეშფოთებულები იყვნენ, ეგონათ ბავშვის უძილობა ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდებოდა, მეუბნებოდნენ, ექიმს დაურეკე რაიმე არ გამოგვეპაროსო. პედიატრმა კი მითხრა, რომ ჩვენი ანგელოზი დედის სითბოს სათანადოდ ვერ გრძნობდა. შემთხვევითი არ არის, რომ ორსულობის შემდეგ პერიოდს, "მეოთხე ტრიმესტრს" ან ორსულობის ვადას უწოდებენ. ამ პერიოდში ჩვილს ორმაგად მეტი სითბო სჭირდება და მან მუდამ უნდა იგრძნოს დედის სითბო და სიახლოვე.

ყოველდილით ჯერ ბავშვი იღვიძებს, მაცოცდება და თავისი პატარა ხელებით ცდილობს გამაღვიძოს, შემდეგ მამასთან მიდის და მის გაღვიძებას იწყებს, ისიც თვალებდახუჭული ეფერება პატარას და აი ეს ყველაფერია ჩემთვის ბედნიერება. ვაფასებ იმ მამაკაცებს, რომლებიც ბავშვებთან მცირე დროს მაინც ატარებენ.

ახლა კი მინდა მთავარი თემაც განვიხილო, ცოტა სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ერთმა ძილმა შეიძლება ინტიმურ ცხოვრებას ხელი შეუშალოს. ორი მოზრდილი ადამიანი სხვა ადგილს ვერ ნახავს სექსისთვის? ცხოვრებაში არა მეუღლესთან სექსის რაოდენობაა მნიშნველოვანი, არამედ მისი ხარისხი და სიამოვნება, რასაც თქვენ ორივე იღებთ. ჩვენი პრობლემა უძილობა იყო, სხვა შემთხვევაში ყველაფერს ჩვეულებრივ ვასწრებდით, მათ შორის სექსუალურ ცხოვრებასაც. ქვემოთ მოცემული რჩევები ძლიერი და ბედნიერი ქორწინების დაბრუნებაში დაგეხმარებათ:

  • არ იჩქაროთ ინტიმური ცხოვრების დაწყება, სანამ მშობიარობის შემდეგ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდებით. როგორც წესი, ექიმები ურჩევენ ქალებს თავი შეიკავონ სექსისგან 1,5-2 თვე, თუმცა ეს დრო დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩაიარა ქალის მშობიარობამ.
  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში ესტროგენული ჰორმონების არ არსებობის გამო, ქალს შეიძლება გამოეყოს სიმშრალე, ამ დროს არ შეგეშინდეთ, არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც ატენიანებენ ლორწოვან გარსებს.
  • დედების დაღლილობა ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ არ გსურთ სექსი. ამიტომ საკამრისია ჯანმრთელი და სრულყოფილი ძილი. ასევე ნუ გადადებთ სექსუალურ ცხოვრებას, მაშინ დაიკმაყოფილეთ სურვილი, როდესაც ეს მოგინდებათ.
  • მოაწყვეთ პაემანი თქვენს ქმართან. არ აქვს მნიშნველობა სად და როგორ, უბრალოდ სცადეთ დარჩეთ მარტო.

ხშირად მშობლები ვერ იძინებენ ტკბილად, რადგან ბავშვის გაჭყლეტვის, დაზიანების ეშინიათ. პედიატრი გიზიარებთ რჩევებს, რომელიც ბავშვთან ერთად მშვიდ ძილში დაგეხმარებათ.

  • დააძინეთ ბავშვი მუდამ ზურგზე დაწოლილი, ეს ყველაზე უსაფრთხო პოზაა.
  • ჯობია მხოლოდ თქვენ დაიძინოთ ბავშვთან და მამა ცალკე დააწვინოთ, ასე მეტი სივრცე და თავისუფლება გექნებათ. დარწმუნდით რომ ბავშვი წყნარად იწვება და მას არცერთი მხრიდან გადავარდნის საფრთხე არ ემუქრება.
  • ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ან დამამშვიდებელს. ჯობს ფხიზლად გეძინოთ.
  • დაძინების წინ ნუ წაისვამთ მკვეთრი სუნის დამატენიანებელს, ბავშვისთვის ყველაფერი შეიძლება ალერგიული და გამაღიზიანებელი იყოს, ასევე მოიხსენით სამკაულები, რომ არ დაზიანდეს პატარა.
წყარო
<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>