სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თაკო კორინთელი დაოჯახდა, მისი რჩეული ფიზიკური თერაპევტი რეაბილიტოლოგი ლევან ნარეშელია. ახალი ამბავი საზოგადოებისთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან გახდა ცნობილი. ცნობილი მსახიობის მეჯვარე მისივე კოლეგა, "დოჩის" როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა იყო.
თაკო სერიალში მილიონერი ბაბუას განებივრებული შვილიშვილის როლს თამაშობს, მან თავის დროზე სერიალში ტელესახე მარიშკა ჯავახაძე შეცვალა. მიუხედავად პოპულარულ სერიალში თამაშისა, თაკო არასოდეს გამოირჩეოდა მედიასთან გულახდილი ინტერვიუებით, განსაკუთრებულად არ უყვარდა პირადზე საუბარი.
ის ერთხელ უკვე გახლდათ დაოჯახებული, თუმცა მეუღლეზე ჟურნალისტებთან არასოდეს უსაუბრია. პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თაკო პირველ მეუღლეს დაშორდა, შეურიგდა... თუმცა მსახობისთვის პირად ცხოვრებას ტაბუ ედო.
თაკო კორინთელი პირველ მეუღლესთან ერთად
რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი რომ მსახიობისა და ექიმის ნიშნობის შესახებ. თაკოს თქმით, მისთვისაც წარმოუდგენელი იყო მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა.
"მეგონა, ისეთ ადამიანს ვერ ვიპოვიდი, როგორიც მე მჭირდებოდა. მოკლედ, სტანდარტული შეხედულებები მქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ნებისმიერ გოგონას, რომელსაც ოჯახი დაენგრა. თუმცა, შემდეგ გამოჩნდა ლევანი, ავაწყვეთ ურთიერთობა და არაფრის შიში აღარ მაქვს. დღემდე, როცა ვიცი, რომ ლევანი ჩემ გვერდითაა, მგონია, მთებს ავიღებ და გადავდგამ. ისე ვართ ერთმანეთის მიმართ შერწყმულები, რომ ამ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია...“ - ამბობდა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.
ლევან ნარეშელისთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობს, ერთ უბანში გაიზარდნენ. თაკო ამბობს, რომ ბავშვობაში ლევანი მოსწონდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მისმა ერთმა მეგობარმა იცოდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც სამი წელია. წლების შემდეგ კი მათი გაერთიანება ერთ-ერთი ბავშვის დახმარების საჭიროების გამო მოხდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი სიყვარულის ისტორია დაიწყო, რომელიც წყვილის ქორწინებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები