„არ ვიცი, რომელი გოგო უნდა მოეწონოთ შენს შვილებს შენ მერე“ - ანა იმედაშვილის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია - Marao

„არ ვიცი, რომელი გოგო უნდა მოეწონოთ შენს შვილებს შენ მერე“ - ანა იმედაშვილის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია

2021-06-24 15:41:34+04:00


პროდიუსერ დავით იმედაშვილსა და მის მეუღლეს, ტელეწამყვანსა და ინფლუენსერ ანა იმედაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. 2020 წლის ზაფხულში, 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ანამ და დათომ საკუთარი კავშირი დააკანონეს და ხელი ოფიციალურად მოაწერეს: „კაცმა 40 წელი ისე გავძელი, არცერთხელ ოფიციალურ ქორწინებაში არ შევედი და აი, 40 და კიდევ 1 წლის ასაკში დავეცი. P.S. უფროსი შვილები მოწმეებად წამომყვნენ“ - წერდა დავით იმედაშვილი.

ანა დავითის რიგით მესამე ცოლია. წინა ქორწინებიდან მას ორი შვილი, ელენე და ლუკა ჰყავს, ხოლო წყვილს ორი საერთო შვილი - პეტრე და დანიელი შეეძინა. „ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო" - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დავით იმედაშვილი მეუღლის მეორე ორსულობას.

წყვილმა რამდენიმე წლის წინ ერთობლივი გადაცემა „ინფლუენსერი“ გააკეთა, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იღებდნენ, მათ შორის, სალომე ბაკურაძე, კახა მამულაშვილი, ალექსანდრა პაიჭაძე და სხვ.

ანა იმედაშვილის ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ორსულობის დროს მის თამამ ფოტოსესიას უამრავი ადამიანის დადებითი შეფასება და თბილი კომენტარი მოჰყვა.

ამჯერად ანამ გამომწერებს უმცროს შვილთან, დანიელთან ერთად აუზზე გადაღებული ფოტოები გაუზიარა. „მე არ ვიცი, რომელი გოგო უნდა მოეწონოთ შენს შვილებს შენ მერე“, „როგორ, რანაირად ხარ ასეთ ფორმაში? სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისეთი გოგო ხარ“, „საოცარი ფოტოებია“ - წერენ კომენტარებში.