პროექტ "მასტერშეფის" მონაწილე და მოდელი თათია თექთურმანიძე ტანსაცმლის ბრენდს აყალიბებს. ამის შესახებ მოდელმა "ინსტაგრამ სთორიში" დაწერა. როგორც თათიამ თქვა, ის ტანსაცმლის პირველ კოლექციაზე მუშაობს და მზად ძალიან მალე იქნება. მოდელს კარგი გემოვნება აქვს, მის ხაზს გამომწერები უკვე ელიან.

რამდენიმე დღის წინ თათიას დაბადების დღე ჰქონდა. მოდელმა იუბილე ვიწრო წრეში გადაიხადა, თუმცა ამ დღისთვის შესაბამისად მოემზადა და დეკორაციის შესაფერისი ფირუზისფერი კაბა მოირგო.
თათია კარგად გამოიყურება, მოდელს რუჯი და ღია ფერის კაბა უხდებოდა. თეთქთურმანიძემ სიციალურ ქსელში ასობით მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო.
"მადლობა ყველა სტუმარს, ყველა ჩემს მეგობარს და თქვენ, ჩემს ვირტუალურ მეგობრებს, ჩემს გამომწერებს ამდენი თბილი მესიჯისთვის" - დაწერა მოდელმა ერთ-ერთი ფოტოს ქვეშ.
პროექტ "მასტერშეფის" მონაწილე შესანიშნავი კულინარია. მას ქართველი მაყურებელი "დესერტების პრინცესას" სახელით იცნობს, რადგან თათია პროექტის განმავლობაში ტკბილეულს ხშირად აკეთებდა და როგორც მოგვიანებით თქვა, დესერტების დიდი მოყვარულია.
უმშვენიერესი მოდელი გამომწერებს სახალისო ვიდეორეცეპტებს უზიარებს ხოლმე, თუმცა ეს ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობს. როგორც ჩანს, თათია ახალი ბიზნესის შექმნით არის დაკავებული.