"17 წელი ერთად" - ავთანდილ ცქვიტინიძემ და ხათუნა თოთლაძემ საიუბილეო თარიღი აღნიშნეს (ვიდეო) - Marao

"17 წელი ერთად" - ავთანდილ ცქვიტინიძემ და ხათუნა თოთლაძემ საიუბილეო თარიღი აღნიშნეს (ვიდეო)

2021-06-27 18:14:24+04:00


დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ და მისმა მეუღლემ ხათუნა თოთლაძემ ერთად ყოფნის 17 წელი ულამაზეს გარემოში, მეგობრებთან, ცნობილი ადამიანებისა და მომღერლების გარემოცვაში აღნიშნეს.

წყვილის ფოტო და ვიდეოკადრები "სოციალურ ქსელში" გავრცელდა. ავთანდილისა და ხათუნას გოგონამ, 16 წლის ანასტასიამ დედ-მამის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "17 წელი ერთად".

როგორც გავრცელებული კადრებიდან გაირკვა, ცნობად წყვილთან ერთად, საიუბილეო თარიღი აღნიშნა კიდევ ერთმა ცოლ-ქმარმა. ალექსანდრე და სოფო ამაშუკელებმა 11 წლის ერთად ყოფნა ულამაზესი ტორტის დაჭრითა და ფოიერვერკებით დააგვირგვინეს.

ულამაზეს ქალბატონებს თეთრი კაბები ეცვათ და ბედნიერებას აფრქვევდნენ.

სიუბილეო ღონისძიებაზე მღეროდა მაკა ზამბახიძე, რომელთან ერთადაც ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილმა - ლიზა მაღრაძემაც იმღერა. "ჩემი ფანტასტიკური ოთხეული", - დაწერა ლიზამ და წყვილების ფოტო გამოაქვეყნა.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>