"არ უნდა დაიტოვო ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებ; ჯობია მისცე მათ, ვისაც სჭირდება" - თაკო საზინამ ტანსაცმლის გაჩუქება გადაწყვიტა (ვიდეო) - Marao

"არ უნდა დაიტოვო ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებ; ჯობია მისცე მათ, ვისაც სჭირდება" - თაკო საზინამ ტანსაცმლის გაჩუქება გადაწყვიტა (ვიდეო)

2021-06-27 18:38:28+04:00


ბიუთი ბლოგერი" და ინფლუენსერი თაკო საზინა რჩეულთან, თორნიკე სეხნიაშვილთან ერთად ახალ სახლში გადადის და საკუთარი ნივთების გადატანის პროცესშია. მისი თქმით, ბევრი რამ გადადო გასაჩუქებლად და მიხვდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

"მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის უდიდესი დღე, რადგან ახალ სახლში საკუთარი ნივთები უნდა გადავიტანო. ფაქტიურად ეს არის ერთადერთი კაბა, რომელიც ხელმისაწვდომია ამჟამად ჩემთვის, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი უკვე ჩავალაგე.

გუშინ წინ გადავარჩიე ყველაფერი და გასაჩუქებელი ტანსაცმელი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი, რომელთაც ვიტოვებდი. მივხვდი ერთ რამეს, რომ არ უნდა დაიტოვო ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებ. ჯობია მისცე მათ, ვისაც სჭირდება, ვიდრე წლების განმავლობაში ყოველ სეზონზე ამოალაგო, არ ჩაიცვა საერთოდ და მერე ისევ დააბრუნო. მყავს რამდენიმე გოგონა არჩეული, რომლებსაც ამ ტანსაცმელს გადავცემ და ვიცი, რომ მათ ნამდვილად სჭირდებათ. ბევრმა მომწერა გაჩუქების შესახებ და ვერც გპასუხობთ, რადგან მერიდება უარის თქმა", - ამბობს თაკო ვიდეოში, რომელიც "ინსტაგრამ სთორიში" გამოაქვეყნა.