ზვიგენის გამოსახულება, რომელიც რიანამ პირველად 2016 წელს გამოაჩინა, ცნობილმა ტატუარტისტმა Bang Bang-მა გაუკეთა. მსგავსი ტატუ მის ყოფილ შეყვარებულს, დრეიკსაც აქვს. წყვილისთვის ამ ნიშანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ტორონტოში მათ პაემანთან ასოცირდებოდა.

დრეიკისა და რიანას ურთიერთობა მედიისთვის დაფარული იყო და წყვილი ამ თემაზე იშვიათად საუბრობდა. 2018 წელს კი ჟურნალ „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ მათ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდათ: „ჩვენ მეგობრებიც კი არ ვართ, მაგრამ არც ერთმანეთის მტრები ვართ“ - ამბობდა რიანა.
როგორც ცნობილი გახდა, რიანა ტატუს დამალვას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, იცვამდა ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც ნახატს დაფარავდა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ტატუს მოშორება ძალიან რთული პროცესია და ბევრ შრომას მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ეს მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იქნება და მისი კარიერა უფრო მაღალ საფეხურზე ავა. მანამდე კი რიანა კამერების წინ ხშირად ჩნდება ახალ მეგობარ ბიჭთან, რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად და, როგორც არაერთი მედია წერს, წყვილი იდენტური ტატუების გაკეთებასაც აპირებს.

რიანას შემდეგ პაპარაცებმა ბელა ჰადიდი და დრეიკი ერთად დააფიქსირეს.
რიანას თქმით, ბელა ჰადიდზე გული შესტკიოდა და მომღერალმა ახალგაზრდა მოდელს შემდეგი შინაარსის მესიჯი გაუგზავნა: ძვირფასო, არ მისცე მას უფლება, ითამაშოს შენი გრძნობებით. რა პასუხი გასცა ბელა ჰადიდმა, უცნობია, თუმცა მის ადგილზე რჩევას ნამდვილად გავითვალისწინებდით - წერენ უცხოური გამოცემები.
რეპერი დრეიკი რიანას თავდავიწყებით სიყვარულს ჰპირდებოდა, თუმცა მას მოულოდნელად ნიკი მინაჟთან უღალატა.