რამდენი წლით დიდია? - ქართველი ცნობილი წყვილები, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - Marao

რამდენი წლით დიდია? - ქართველი ცნობილი წყვილები, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა

2021-06-28 18:26:46+04:00


ხომ გაგიგიათ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, რადგან დღეს, ქართულ რეალობაში გვყავს წყვილები, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ნინო ქათამაძე და დავით ლოლაძე

მომღერალი ნინო ქათამაძე უკვე წლებია დაოჯახებულია. მისი მეუღლე ყველასთვის ცნობილი ქირურგი, მომხიბვლელი დავით ლოლაძეა. წყვილს საერთო ვაჟი ნიკუშა ჰყავს. ნინო ქათამაძე პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე არასდროს საუბრობს. სწორედ ამიტომ დათოსა და ნინოზე არც ისე ბევრი რამაა ცნობილი.

როგორც წლების წინ გაირკვა, ნინომ მომავალი მეუღლე შემთხვევით გაიცნო, როდესაც მომღერალს ფეხი გაეჭრა და დათოსთან მოუწია მისვლა. ნინოსა და დათოს შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. წყვილს ეს სიყვარულსა და ერთად ცხოვრებაში ხელს არ უშლის.

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი

იუმორისტი და მსახიობი ვასო ფხაკაძე ქართველ მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. უკვე წლებია ვასოს დიდი ოჯახი ჰყავს, მისი რჩეული მოდელი ლიკა მეტრეველია. წყვილის სიყვარულის ისტორია 2014 წელს დაიწყო და იუმორისტი ორი ქალიშვილის მამაა. მათ შორის სხვაობა 16 წელია, თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, ურთოერთობაში ეს განსხვავება შეუმჩნეველია.

ვასომ და ლიკამ ერთმანეთი მეგობრების დახმარებით გაიცნეს და ერთი შეხვედრა მალევე სიყვარულში გადაიზარდა. წყვილი ახლა ნანასა და ნიტას ზრდის.

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი

ტელეწამყვანმა გიროგი გასვიანმა რამდენიმე თვეა ოჯახი შექმნა და თავისზე ასაკით უმცროსი გოგო მოიყვანა ცოლად. წყვილის ქორწილი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და არც ასაკობრივი სხვაობა გამორჩენიათ.

გიორგისა და მარიტას შორის 16-წლიანი სხვაობაა, მაგრამ წყვილს ეს არ ადარდებს, ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი არიან. წყვილს საერთო შვილი ანა ჰყავს. ნოე და ჯანეტი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ვარსკვლავურ წყვილს შორის 12-წლიანი სხვაობაა, თუმცა მათთვის ასაკობრივი განსხვავება ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა.