დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს იუბილარია. მან საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“, არაერთ მილოცვასთან ერთად, შვილების წერილიც გამოაქვეყნა: „გილოცავთ დაბადების დღეს - ბუბუ, ბიბი, ვაჩე, ნიკოლასი“ - წერია მისალოც ბარათში, რომელიც, როგორც ჩანს, პატარებმა საკუთარი ხელით გააფორმეს.
ანუკი არეშიძეს დაბადების დღე მეგობრებმაც მიულოცეს: „8 წლის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი სიყვარულის, მხარდაჭერისა და ერთმანეთის ნდობის გარეშე. მადლობა ყველაფრისთვის და იმისთვის, ვინც ხარ!“ - წერს ბრენდ „ანუკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა გვიშიანი.
ანუკი არეშიძე დღეს 32 წლის გახდა. მან განათლება მილანის დიზაინის სკოლაში მიიღო და სწორედ ეს დაეხმარა 2013 წელს წარმატებული ბრენდის, ANOUKI-ს შექმნაში. დღეს ანუკი საბავშვო კოლექციაზეც მუშაობს, რომელსაც დიზაინერმა უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.